ნუცუბიძის ქუჩაზე, დელისის მეტროსთან მდებარე 50 პერსონაზე გათვლილი ქართული რესტორანი "ბაზმი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანისა და სერვის მენეჯერის პოზიციებზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 40-50 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მიესალმოს და მიიღოს სტუმრები, გააცნოს სათანადოდ მენიუ.
** აკონტროლოს პროდუქტებისა და სასმელების მთავარი საწყობიდან მიწოდების ორგანიზება.
** უზრუნველყოს სხვადასხვა სახეობის ყავის მომზადება სათანადო წესების დაცვით.
** მიაწოდოს სტუმარს ინფორმაცია დღის სპეციალურ შეთავაზებაზე და მოახსენოს მენიუს ცვლილებაზე (საჭიროებისამებრ).
** შესთავაზოს სტუმარს საკვები და სასმელი;
** მოაწესრიგოს სამუშაო გარემო და მოამზადოს ახალი სტუმრის მისაღებად.
** მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს სტუმართან და დაეხმაროს ყველა საკითხთან დაკავშირებით.
** კომუნიკაცია იქონიოს სამზარეულოს თანამშრომლებთან, რათა იზრუნოს სტუმრის კმაყოფილებაზე.
** მიართვას სტუმარს დროულად და სათანადოდ შეკვეთილი საკვები/სასმელი.
** დააკვირდეს და დარწმუნდეს სტუმრის რეაქციას შეკვეთის მიღების შემდეგ.
** სწრაფად შეძლოს სტუმრის დამატებითი შეკვეთის შესრულება.
** უნდა ჰქონდეს მინიმალური ცოდნა (მაინც) საკვების მომზადების წესთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ყურადღებიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მობილიზებული;
** კომუნიკაბელური;
რესტორნის სერვის მენეჯერი:
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუსა და ფასების შედგენაში მონაწილეობის მიღება.
** ზედმიწევნით უნდა შეეძლოს ბარის კონტროლი.
** პასუხისმგებელია საკვებისა და სასმლის შეკვეთასა და მათ ხარისხზე.
** პასუხისმგებელია მის დაწესებულებებში არსებული აღჭურვილობის სისუფთავეზე.
** პასუხისმგებელია მომზადებული საკვებისა და სასმლის ხარისხსა და სერვისის სრულყოფილებაზე.
** უნდა იყოს დარწმუნებული რომ სერვისი შეესაბამება დამკვეთის მოთხოვნებს.
** ჩამოაყალიბოს სტუმრების მოლოდინისა და სურვილების გრაფა/რვეული, რათა განავითაროს ბიზნესი.
** აკონტროლოს თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და მათი ცოდნის შესაბამისობა სასტუმროს სტანდარტებთან.
** აკონტროლოს თანამშრომელთა შორის ურთიერთობები და მათი სამუშაო დროის მენეჯმენტი.
** საკვებისა და სასმლის ხარისხის კონტროლი.
** პასუხისმგებელია თანამშრომელთა ტრენინგებსა და მათ განვითარებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გამორჩეული ლიდერობის, ორგანიზებისა და სტუმრებზე ზრუნვის უნარები.
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების შესანიშნავად ცოდნა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: gm.bgpalace@gmail.com ან დაგვიკავშირდით 599990706 წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!