ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
სს "იბერია რეფრეშმენტსი" აცხადებს ვაკანსიას 1C ERP სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი
სამუშაო დრო: 09:00/09:30-18:00/18:30
ძირითადი მოვალეობები:
** 1C სერვისების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** 1C პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების დანერგვაში მონაწილეობა;
** 1C ERP 8.3 ადმინისტრირება/გამართვა;
** რეპორტების აწყობა მომხმარებლების მიხედვით (ყველა შესაბამის მოდულში);
** პროგრამის ადმინისტრირებისათვის საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება;
** 1C კონფიგურაციების ოპტიმიზაცია;
** ტექნიკურ პრობლემებზე რეაგირება/კონტროლი;
** მონაცემთა ბაზების მართვა;
** ტექნიკური დახმარების გაწევა კომპანიის მასშტაბით;
** პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ფუნქციონალის (ან ახალი მოდიფიკაციების) ტესტირება;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლისათვის ინსტრუქციის ფაილების მომზადება;
** 1C კონფიგურაციების ოპტიმიზაცია;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (IT ან ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული და ტექნიკური უნარები;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება 1C ERP 8.3 ადმინისტრატორის პოზიციაზე დისტრიბუციის სექტორში;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ფლობა;
** Microsoft Office-ის ცოდნა (Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა);
** მონაცემების დამუშავებისა და ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** 1 C ERP დანერგვებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** სხარტი აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
** ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "1C ადმინისტრატორი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 14.04.2023 წელი.