ნუცუბიძის ქუჩაზე, დელისის მეტროსთან მდებარე 19 ნომრიანი ბუტიკის ტიპის "სასტუმრო ბიჯი პალასი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციებზე.
სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00 (2 სამუშაო დღე 1 დასვენება)
ანაზღაურება: 800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ოთახების, საზოგადოებრივი და სამუშაო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** სასტუმროს ძირითადი საშუალებების მოვლა;
** პირსახოცების, თეთრეულისა და ოთახში არსებული თითოეული ნივთის სისუფთავის კონტროლი;
** სტუმრის პირადი ნივთების მოფრთხილება;
** დაკარგული ნაპოვნი ნივთების და პროცედურის შესრულება;
** დასუფთავების ყოველდღიური რუტინის სქემის შესრულება;
** ოთახების სტატუსების მიწოდება მიღება-განთავსების დეპარტამენტისათვის;
** მინი-ბარის პროდუქციის კონტროლი;
** მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროს ოთახების, საზოგადოებრივი და სამუშაო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავების წესების ცოდნა;
** ქიმიკატების და დასუფთავების საშუალებების უსაფრთხოდ და ჯეროვნად მოხმარების წესების ფლობა;
ძირითადი უნარ ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ფიზიკური შრომის უნარი;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** მოწესრიგებული და პუნქტუალური;
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: gm.bgpalace@gmail.com ან დაგვიკავშირდით 599990706 წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!