www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეული/მცხობელი
მომწოდებელი: რესტორანი ბაზმი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

რესტორანი ბაზმი აცხადებს ვაკანსიას მზარეული/მცხობელის პოზიციაზე.

1. მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** მიაწოდოს გახარჯული ნედლეულის და მასალების ყოველდღიური ჩამოწერები შეფ-მზარეულს.
** უზრუნველყოს ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის არა მავნე პროდუქციის წარმოება.
** საჭიროების შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა აღწერებში ბუღალტერიის მხრიდან დადგენილ ვადებში. აღწერა ტარდება სამუშაო დღის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდგომ.
** უზრუნველყოს მზა კერძების დროული მიწოდება, შემოსული შეკვეთის ქვითრის საფუძველზე;
** აკონტროლოს მის მიერ დამზადებული კერძების ხარისხი და გემოვნური თვისებები პირადად.
** მზარეული ვალდებულია უზრუნველყოს ნედლეულის შენახვის სტანდარტები და ვადები, ასევე მწარმოებლის მიერ მითითებული პირობები;
** უზრუნველყოს სამზარეულოს სისუფთავე და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობა;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან, სამზარეულოს წარმოების პროცესთან დაკავშირებული ერთჯერადი დავალებები;
** იმუშაოს გუნდურად. გაუწიოს დახმარება თანამშრომლებს და საჭიროებისამებრ მათი მხრიდანაც მიიღოს დახმარება;
** უზრუნველყოს დადგენილი მენიუს ზედმიწევნით შესრულება ყველანაირი სახის გადახრების გარეშე.

2. მცხობელი

ძირითადი მოვალეობები:

** ცომეული ნაწარმის მომზადების ცოდნა.
** ფქვილოვანი ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის ცოდნა.
** შეეძლოს ცომის (საფუარიანი, უსაფუარო, ფენოვანი, ნახევრადფენოვანი, ფხვიერი) სხვადასხვა მეთოდით მომზადება.
** შეეძლოს ცომის მოსამზადებლად მეთოდის მართებულად შერჩევა.
** ტემპერატურული რეჟიმის დაცვით გამოცხობის ცოდნა.
** ცხობის დროის სწორად განსაზღვრა.
** საცხობი ყალიბისა ან ლანგრის სწორად არჩევა.
** ცომეულის გულსართის სწორად მომზადება.
** უზრუნველყოს სამზარეულოს სისუფთავე და სურსათის უვნებლობის სტანდარტების გათვალისწინებით.
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან სამზარეულოს წარმოების პროცესთან დაკავშირებული ერთჯერადი დავალებები;
** უზრუნველყოს მზა პროდუქტის დროული მიწოდება, შემოსული შეკვეთის ქვითრის საფუძველზე;
** აკონტროლოს მის მიერ დამზადებული კერძების ხარისხი და გემოვნური თვისებები პირადად.

ძირითადი მოთხოვნები:

** ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა.
** საკვების სწრაფად და ხარისხიანად მომზადების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოსა და შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი
** კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული და ენერგიული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირობები: სამუშაო განაკვეთი სრული. ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: gm.bgpalace@gmail.com ან დაგვიკავშირდით 599990706 წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |