www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა, პროცესების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაცია;
** კომპანიის ადმინისტრაციული საქმისწარმოების საქართველოს კანონმდებლობასთან;
** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვის ზრდისა და გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** ოფისის გამართული მუშაობისთვის საჭირო სამეურნეო ან/და საკანცელარიო საქონლის დროულად შესყიდვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა და გარე საკომუნიკაციო პოლიტიკის დაგეგმვა და სწორად წარმართვის ზედამხედველობა, მათ შორის კომპანიის სოციალური მედია პლატფორმებზე განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგი;
** პარტნიორებთან/ კლიენტებთან მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით შესაბამის მიმართულებებთან მუშაობა, პროცესის მიმდინარეობის შეფასება;
** კომპანიაში არსებული სიახლეების, ღონისძიებების, მარკეტინგული აქტივობების მედიაში სწორი გაშუქება და მუდმივი კონტროლი (მედია მონიტორინგი);
** კომპანიის ორგანიზაციის შიდა დოკუმენტების (მათ შორის შინაგანაწესის, ინსტრუქციების, პროცედურების, ეთიკის კოდექსის, შრომითი ხელშეკრულების, HR პოლიტიკის დოკუმენტის) შემუშავება ან/და განახლება, მომზადებული შინაარსის განხორციელების შეფასება;
** ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
** თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის ერთიანი სისტემის შემუშავება და დანერგვა, მიმდინარეობის ანალიზი;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, სწავლების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** თანამშრომელთა მოტივაციასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა, სამოტივაციო სისტემების დანერგვა და შესრულების მონიტორინგი.

სამუშაო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მაგისტრის ხარისხი (სასურველია სოციალურ მეცნიერებების მიმართულებით);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

კომპეტენციები:

** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე არაუგვიანეს 15 აპრილისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |