სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს განაცხადების მიღებას საკაბელო ქსელების ტრასების შემომვლელის პოზიციაზე (მომსახურების ხელშეკრულებით).
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი/საშუალო განათლების დიპლომი;
** ელექტროუსაფრთხოების III ჯგუფის საკვალიფიკაციო ჯგუფის მოწმობა;
** შრომის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების და უსაფრთხოების ტექნიკის წესები;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** 0, 4-6-10-35კვ საკაბელო ტრასებისა და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზებზე დეფექტების გამოვლენა და მათი მდგომარეობის კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელისათვის დაუყოვნებლივი შეტყობინება საკაბელო ტრასების მექანიკური დაზიანების შემთხვევაში და სამართალდამცავი ორგანოების გამოძახება აქტის შედგენის მიზნით.
** გამოვლენილი დეფექტების შესაბამის ჟურნალში შეტანა. 2. გარე ორგანიზაციების ან სს "თელასის" ქვედანაყოფების მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულების შემოვლა-დათვალიერების განხორციელება.
** 0, 4-6-10-35კვ. საკაბელო ტრასების და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზების შემოვლა და დათვალიერების განხორციელება წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
** 0, 4-6-10-35კვ. საკაბელო ტრასების და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზების არაგეგმიური შემოვლა და დათვალიერების განხორციელება სტიქიური უბედურების შემთხვევაში.
** საკაბელო ტრასების ადგილმდებარეობის მითითება სს "თელასის" კონტრაქტორებისათვის ან სხვა ორგანიზაციებისათვის გათხრითი სამუშაოების შესრულების დაწყებამდე.
** ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ელეტროდანადგარების მოწყობის წესების
** დაცვის მოთხოვნა სს "თელასის"კონტრაქტორებისა და სხვა ორგანიზაციებისაგან. − ტექნიკური უსაფრთხოების წესების, ელეტროდანადგარების მოწყობის წესების დაუცველობის დროს ან შესაბამისი ნებართვის უქონლობის დროს სამუშაოთა შეჩერება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2023 წლის 28 მარტის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.