www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეკვეთების გამშვები ოპერატორი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს შეკვეთების გამშვები ოპერატორის პოზიციაზე სამუშაოდ!

სამუშაო ადგილი: საბურთალო, ნახალოვკა
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 900-1200 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების სწორი და დროული ადმინისტრირება;
** კონკრეტულ ფილიალებზე მიმაგრებული კურიერებისთვის შეკვეთების სწორი განაწილება;
** სწორი პროგრამული აღრიცხვა;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია.

საჭირო უნარები:

** დროის მართვის უნარი;
** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 31 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge.

გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |