www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა, ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით.

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 305-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

შპს "რითეილ ჯგუფი" სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა/ანალიზი და ტენდენციების მონიტორინგი.
** ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიების შემუშავება.
** ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად პოტენციური მომწოდებლების გამოვლენა.
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა, მათთან კომერციულ და სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმება.
** მომწოდებელთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მართვა.
** პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო პრომო აქტივობების დაგეგმვა, აქტივობების ანალიზი და ხელმძღვანელთან ანგარიშგება.
** სააღრიცხვო პროგრამაში მომწოდებლების და პროდუქციის დარეგისტრირება.
** ფასთა ცვლილების შემთხვევაში, მისი ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში და გაყიდვების განყოფილების ინფორმირება ფასდებულების დროულად შეცვლის უზრუნველსაყოფად.
** სარეკლამო ფართების ათვისების უზრუნველყოფა: სტიკერები, ბანერები, პალეტები და სხვა.
** ასორტიმენტის ლიკვიდურობის და მომგებიანობის ანალიზი, მასზე დაფუძნებით შესაბამისი გასატარებელი ღონისძიების შესახებ რეკომენდაციის შემუშავება.
** კომპანიის საერთო გაყიდვების გეგმიდან გამომდინარე მისი კატეგორი (ებ)ის ჭრილში გაყიდვების გეგმის შემუშავება და მათ შესასრულებლად საჭირო აქტივობების დაგეგმვა.
** კონკურენტების კვლევა, ინფორმაციის ანალიზი და საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** კომერციული შესყიდვების ან FMCG სექტორში კატეგორიის მართვის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 სთ.
ანაზღაურება - 3000-4000 ლარი, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგვიგზავნეთ მისამართზე hr@magniti.ge და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "რითეილ ჯგუფმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |