www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ინტერნეიშნლ მარკეტინგ ენდ თრეიდინგ
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანია შპს "ინტერნეიშნლ მარკეტინგ ენდ თრედინგი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე ქალაქ თბილისში (ფეიქრების ქ.12).

მძღოლ-დისტრიბუტორის მიმართ მოთხოვნები: (თბილისი)

** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1-2 წელი;
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** აუცილებელი პირობა, სამსახურის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** დოკუმენტებთან და პოკეტთან მუშაობის სრულყოფილი უნარი.

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის განახლება და კონტროლი;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: imtgeorgia@mail.ru და მიუთითოთ ვაკანსია რომელზეც აკეთებთ განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |