www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: iSpace
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

თბილისში, კომპანია "iSpace" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას.

"iSpace" - Apple პროდუქციის ერთადერთი Premium Reseller -ია საქართველოში.

თუ გინდა:

** დასაქმდე საერთაშორისო ორგანიზაციაში
** გახდე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპანიის, Apple პროდუქტების ექსპერტი
** გქონდეს წვდომა Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმასთან
** იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდებთან
** შეისწავლო უახლესი ტექნოლოგიები და გახდე პროფესიონალი
** გქონდეს კარიერული ზრდის ფართო არეალი და უნიკალური შესაძლებლობა
** ჩაერთო თანამშრომლებზე გათვლილ ლოიალურობის პროგრამაში
** გქონდეს დაზღვევა და სხვა ბენეფიტები
** გქონდეს მაღალი ანაზღაურება, რომელიც არ არის შეზღუდული და მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული მისი მოცულობა
** იმუშაო პროფესიონალებთან ერთად
** გსიამოვნებს გაყიდვები და შეგიძლია მომხმარებელთან უცხო ენაზე კომუნიკაცია?

მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება
** მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის განლაგება Apple სტანდარტების შესაბამისად

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დისციპლინირებულობა

გაინტერესებს როგორი იქნება შენი სამუშაო გარემო?

მარტივად შეგიძლია ნახო აქ: https://ispace.ge/vr-shop

სამუშაო რეჟიმიც დაგაინტერესებთ:

** განაკვეთი - სრული.
** ვმუშაობთ კვირაში 5 დღე (40 საათი) 2 დღე ვისვენებთ!
** ჩვენთან ანაზღაურება ფიქსირებულია, ხოლო საბონუსე სისტემა შეუზღუდავი!

თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდა კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდე ამ ელექტრონულ მისამართზე: hr@asbc.ge და სათაურის ველში მიუთითე - "iSpace გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი"

დამატებითი ინფორმაცია:

თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში რჩება მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ სხვა რეზიუმეს შესაბამის ვაკანტურ პოზიციაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |