ჩვენ ვართ შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია მრავალპროფილური პორტფელით. "SMG" ("Safety Management Group") დაარსდა 2019 წელს და დღეს ჩვენ 100 - ზე მეტი პარტნიორის ნდობით ვსარგებლობთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ პარტნიორებს შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო დასაქმებულთათვის, ავამაღლოთ ცნობიერება კომპანიებში და სრულად დავაზღვიოთ მოსალოდნელი რისკებისგან.
"შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის/დიპლომის ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მოქმედი კანონმდებლობის და რეგლამენტების ცოდნა;
** პარტნიორ კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა, განხორციელება, მართვა და კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისად შრომის უსაფრთხოების მართვის დოკუმენტირებული სისტემის შექმნა და პერიოდული განახლება;
** საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებით;
** პარტნიორ კომპანიაში ინსტრუქტაჟებისა და ტრენინგების ჩატარება;
** ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ინიციატივიანობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** მიზანდასახული;
** შედეგზე ორიენტირებული.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე, ელმისამართზე info@smgroup.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
"შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!