www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.

"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

Super App-ის გუნდში ვეძებთ ციფრულ მერჩენდაიზერს!

რას გააკეთებ?

** შენ როგორც ციფრული მერჩენდაიზერი პასუხისმგებელი იქნები აპლიკაციაში ვენდორების პროდუქტების სწორად განთავსებაზე;
** იმუშავებ კატეგორიების ხის შექმნასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე;
** პასუხისმგებელი იქნები ციფრული მერჩენდაიზინგის გეგმის შემუშავებაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ბიზნესის მიზნებთან, მომხმარებლის საჭიროებებსა და ბრენდის სტრატეგიასთან;
** იმუშავებ მიმზიდველი და user-friendly კონტენტის შესაქმნელად;
** მომხმარებლის ქცევაზე დაყრდნობით გააანალიზებ მონაცემებს, იმის დასადგენად თუ რომელი პროდუქტები იყიდება კარგად და რომელი საჭიროებს მეტ პოპულარიზაციას;
** პრომო აქციების დაგეგმვის პროცესში ითანამშრომლებ მარკეტინგის გუნდთან;
** ჩართული იქნები მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაში და მჭიდროდ ითანამშრომლებ გაყიდვების და მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდებთან, გაყიდვების მაჩვენებლის ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის;
** იხელმძღვანელებ საუკეთესო პრაქტიკებით და შეიმუშავებ, დატესტავს და გააანალიზებს ახალი მერჩენდაიზინგ ტაქტიკებს;
** შენი ამოცანა იქნება თითოეული მომხმარებლისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნა. data-driven insights /მონაცემების დაყრდნობილი მიდგომების გამოყენებით, შექმნი პროდუქტებსა და კამპანიებს, რომლებიც მორგებული იქნება კონკრეტულად თითოეული მომხმარებლის ინტერესებზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებელთა ჩართულობასა და ლოიალობას გაზრდის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მონათესავე სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |