www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: MS ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

კომპანია "MS Group" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორაციულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.

კომპანია "MS Group" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ტექნიკის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:30 - 18:00 (კვირაში ხუთი დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** საოჯახო ტექნიკის მიმართულებით გაყიდვებისა და შესყიდვების ციკლის სრულად მართვა და კონტროლი;
** ტექნიკის კატეგორიის ფარგლებში ასორტიმენტის ფორმირება და მართვა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაციის წარმოება;
** შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ტექნიკის კატეგორიაში ახალი პროდუქტის უცხო ბაზრიდან მოძიების მუდმივი პროცესი შეკვეთების დამუშავება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის ფორმირება, სარეალიზაციო სარეკომენდაციო ფასების დადგენა;
** შეხვედრების ორგანიზება და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ კორპორაციულ დილერებთან;
** მნიშვნელოვანი სიახლეების, აქციების მუდმივი შეთავაზება ყველა დილერისთვის და მათი პოზიციების შეჯერება ყველა პროდუქტთან მიმართებაში;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომი ანალიზი;
** ტექნიკის კატეგორიის განვითარებაზე ზრუნვა, ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ყველა სარეკლამო აქტივობებში ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა;
** წამყვანი ბრენდის საპრეზენტაციო კონცეფციის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
** ფინანსურ დეპარტამენტთან და ბაზის ადმინისტრატორთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე;
** ბაზრის კვლევის მეთოდების ცოდნა;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@ms-group.ge

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |