"საზოგადოება ბილიკი", პროექტის "ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გორში აცხადებს კონკურსს "მცირე საოჯახო სახლში" აღმზრდელის რეზერვის პოზიციაზე.
მცირე საოჯახო სახლი წარმოადგენს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას, რომლის მიზანია ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვები უზრუნველყოს მუდმივი ზრუნვით. ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ სახლში, სადაც მათზე ზრუნვას ახორციელებს 4 აღმზრდელი და 1 ლიდერი.
მცირე საოჯახო სახლში ცხოვრობს 6-დან 18 წლამდე ასაკის 10 ბავშვი.
სახლი ზრუნავს ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდასა და განვითარებაზე. ასევე იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას საზოგადოებაში. აღმზრდელები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ (მცოცავი გრაფიკით).
ზრუნვის პროცესში აღმზრდელების ძირითად მოვალეობას წარმოადგენს:
** ბავშვისთვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა
** ბავშვის ღირსების, საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისებურებების დაცვა
** ბავშვის ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა
** ბავშვზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად
კანდიდატები ვაკანსიაზე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:
** ბავშვებთან და მოზარდთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** უმაღლესი განათლება
** ორგანიზებულობის, ხელმძღვანელობის, დროის მართვის, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები
** კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე /CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: societybiliki@gmail.com; subject-ში კი მიუთითეთ "ვაკანსია აღმზრდელის რეზერვის პოზიციაზე (გორი)."
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 მარტი 2023 წელი.