www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების ბუღალტერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"SPAR Georgia" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** შემოსული კორესპონდენციების შემოწმება და რეაგირება;
** სავაჭრო ობიექტების მიერ განხორციელებული შესყიდვების კონტროლი;
** მომწოდებელი კომპანიების მიერ "rs.ge"-ზე გამოწერილი ზედნადებების შედარება მაღაზიების მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან; სხვაობის დაფიქსირების შემთხვევაში მიზეზების იდენტიფიცირება და სწრაფი მოგვარება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია.
** ზედნადებების დადასტურება შესყიდვების მიხედვით;
** პროგრამა "1C"- ში და პორტალ "rs.ge"-ზე მუშაობა;
** მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
** კრედიტორებთან შედარება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ბუღალტერია; ფინანსები და საბანკო საქმე; ბიზნესის ადმინისტრირება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "შესყიდვების ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |