www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების განვითარების კოორდინატორი
მომწოდებელი: ევექსი კლინიკები
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 3 აპრილი

"ევექსის კლინიკები" აცხადებს შერჩევას მომსახურების განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ვაჟა ფშაველას 40
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტანდარტებისა და პროცედურების აღსრულების მონიტორინგი და პროცესის შეფასება;
** კლინიკებში ვიზიტი, ინფორმაციის მოპოვება და მონაცემების ანალიზი;
** მომსახურების სტანდარტების შეფასების ინდიკატორების ეფექტიანობის დადგენა/ანალიზი;
** მომსახურების ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობების ინიცირება;
** Customer journey-ის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევებში მონაწილეობა, შედეგების ანალიზი და შესაბამისი რაპორტინგი;
** შესასრულებელი სამუშაოს შინაარსიდან ან პროექტიდან გამომდინარე, სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების გაუმჯობესების/განვითარების საჭიროების გამოვლენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
** ქსელის სამუშაო პროცესის ხარისხიანი და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან რელევანტური მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში, ხარისხის მიმართულებით;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 აპრილი 2023 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/momsaxurebis-ganvitarebis-koordinatori/233

"ევექსის კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |