"Volvo Trucks & Volvo Penta"-ს ოფიციალური დილერი საქართველოში, შპს "პრემიერ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილის მექანიკოსის პოზიციაზე.
კომპანია ასევე წარმოადგენს მსოფლიო და ევროპულ ისეთ პრემიუმ ბრენდების ავტორიზებულ სერვის პარტნიორს საქართველოში, როგორებიც არის:
** გერმანული - Schmitz Cargobull
** გერმანული Knorr-Bremse
** ფინური - Kalmar
** ფრანგული - Cofran (Fuchs Lubricants)
კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულის სწავლას და ტრენინგს.
ტრენინგების წარმატებული დასრულების შემდეგ, დასაქმებული მიიღებს გარანტირებულ სამუშაოს ადგილს შპს "პრემიერ მოტორსში".
გამოცდილ კადრს მიენიჭება უპირატესობა!
სწავლის და ტრენინგის პერიოდი: 2 თვე
ტრენინგების პერიოდში დასაქმებული ყოველთვიურად მიიღებს ანაზღაურებას - 600 ლარი (დარიცხული). გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ, ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.
ბენეფიტები:
** დასაქმებულის საპენსიო გადასახადის გადახდა;
** დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის ტრანსპორტირება;
** დასაქმებულის კვება.
სამუშაო ადგილი: თბილისის შემოვლითი გზა (გეზის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი: 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
შაბათი: 9:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (ყოველ მეორე შაბათ დღეს დასვენებით)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: g.lagvilava@premiermotors.ge ; s.kavrelishvili@premiermotors.ge
დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიცია.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595441717
გისურვებთ წარმატებას!