www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 28 მარტი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს უმცროსი IT სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა, ლიუბლიანას #25
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა;
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
** კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო საშუალო განათლება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების (7, 10) ცოდნა;
** Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2013, 2016 ცოდნა;
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 მარტი, 2023

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/umcrosi-it-specialisti/775

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |