www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: iSpace
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

ბათუმში, კომპანია "iSpace" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას.

"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელია საქართველოში, რომელიც ქალაქ ბათუმში, სავაჭრო ცენტრ Metrocity-ში გაიხსნება.

თუ გინდა:

** დასაქმდე საერთაშორისო ორგანიზაციაში
** გახდე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპანიის, Apple პროდუქტების ექსპერტი
** გქონდეს წვდომა Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმასთან
** იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდებთან
** შეისწავლო უახლესი ტექნოლოგიები და გახდე პროფესიონალი
** გქონდეს კარიერული ზრდის ფართო არეალი და უნიკალური შესაძლებლობა
** ჩაერთო თანამშრომლებზე გათვლილ ლოიალურობის პროგრამაში
** გქონდეს დაზღვევა და სხვა ბენეფიტები
** გქონდეს მაღალი ანაზღაურება, რომელიც არ არის შეზღუდული და მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული მისი მოცულობა
** იმუშაო პროფესიონალებთან ერთად
** გსიამოვნებს გაყიდვები და შეგიძლია მომხმარებელთან უცხო ენაზე კომუნიკაცია?

მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება
** მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის განლაგება Apple სტანდარტების შესაბამისად

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დისციპლინირებულობა

გაინტერესებს როგორი იქნება შენი სამუშაო გარემო?

მარტივად შეგიძლია ნახო აქ: https://ispace.ge/vr-shop

ჩვენთან ანაზღაურება ფიქსირებულია, ხოლო საბონუსე სისტემა შეუზღუდავი!
ფიქსირებული - GEL 630.
ბონუსი - საშუალოდ GEL 1000-2000 (ბონუსი მხოლოდ თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული და არ არის შეზღუდული)

სამუშაო რეჟიმიც დაგაინტერესებთ:

** განაკვეთი - სრული.
** ვმუშაობთ კვირაში 5 დღე (40 საათი) 2 დღე ვისვენებთ!

თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდა კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდე ამ ელექტრონულ მისამართზე: hr@asbc.ge და სათაურის ველში მიუთითე - "iSpace გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი"

დამატებითი ინფორმაცია:

თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში რჩება მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ სხვა რეზიუმეს შესაბამის ვაკანტურ პოზიციაზე.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნისთვის, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |