www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი საბარათე სპეციალისტი
მომწოდებელი: ინტელექსპრესი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი საბარათე სპეციალისტის პოზიციაზე სათავო ოფისში.

მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა."
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა საჩუქრად
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)

საქმიანობის აღწერა:

** საბარათე ტრანზაქციების მონიტორინგი და შესაბამისი პერიოდული რეპორტინგი;
** MasterCard-ის მიერ გამოქვეყნებული სიახლეების (Announcements/Publications/Edits) მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების დამუშავება;
** პროცესების შესაბამისად, ქოლ ცენტრის სამსახურთან აქტიური თანამშრომლობა;
** ანგარიშსწორების მონიტორინგი (ნაშთები, ივოისები..);
** ბარათების ემისიასთან დაკავშირებულ პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენისა და საოფისე პროგრამების მაღალი დონის ცოდნა;
** საბარათე სისტემის ფუნქციონირებისა და პროცესების ცოდნა - აღნიშნულ სფეროში, საშუალოდ, 1- 2 წლიანი გამოცდილება;
** Mastercard პორტალზე მუშაობის გამოცდილება.

უპირატესობა მიენიჭებათ:

** ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** UFC-ს (საპროცესინგო ცენტრი) პროგრამებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

უნარები:

** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ მონაცემები მისამართზე: vacancy@intelexpress.ge 2023 წლის 14 აპრილამდე, სათაურით "უფროსი საბარათე სპეციალისტი".

კომპანია "ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |