"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში.
"კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში პროფესიული მიმართულებით:
1. ხორცის დამუშავების სპეციალისტი 2. თევზის დამუშავების სპეციალისტი
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახეობის ხორცის ან თევზის დამუშავება და დახლზე განსათავსებლად მომზადება
** ხორცისგან ან თევზისგან სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის მომზადება
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების მიხედვით
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი
** მოტივაცია
** შრომისმოყვარეობა
** გუნდში მუშაობის უნარი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com
ან გადადით მითითებულ ბმულზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი:
https://docs.google.com/forms/d/1Zh4Zic3fwLYRAl3Wqu-K-tLHbqML9c2TxcyY7ryZv-8/edit
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ხორცის დამუშავების სპეციალისტი/თევზის დამუშავების სპეციალისტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!