"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში."კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფურის" უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ქუთაისში, მცირე ზომის ფილიალის მენეჯერის პოზიციებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მენეჯმენტთან ერთად ფილიალის სტრატეგიის, სამომავლო გეგმების დასახვაში აქტიური მონაწილეობა;
** მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ფილიალში მიმდინარე ყველა პროცესის მართვა და მუდმივი მონიტორინგი;
** პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხის, ვადების, ფასების, განლაგების და სხვ. მუდმივი კონტროლი;
** სხვადასხვა ტიპის აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი;
** პროდუქციის შეკვეთისა და მიღების პროცესების კონტროლი, მარაგების სწორად განსაზღვრის უზრუნველყოფა;
** ფილიალის დანაკლისების შემცირებასა და მოგების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ფილიალის სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის განსაზღვრული წესების შესაბამისად წარმოება და ინფორმაციის არსებულ პროგრამაში ასახვა;
** ფილიალში ჯანსაღი კორპორატიული კლიმატის დამკვიდრება - თანამშრომელთა მოტივაციასა და პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და მაღალი შესრულების წახალისება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის დიპლომი);
** საცალო ვაჭრობის სფეროში ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** ძლიერი კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარები.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მცირე ზომის ფილიალის მენეჯერი - ქუთაისი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!