ავტო-სათადარიგო ნაწილების საერთაშორისო იმპორტიორი კომპანია შპს "GPWay" (https://www.wayteko.com) აცხადებს ვაკანსიას თბილისში კომპანიის ბუღალტრის პოზიციაზე პირველადი დოკუმენტაციის წარმოებისათვის.
სამუშაო პირობები
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად 1300-1500 ლარი
** რეგისტრაცია საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00, შაბათი 09:00-14:00
** ხელფასის გადახდა დაყოვნების გარეშე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული და სწორი საბუღალტრო აღრიცხვიანობის დაგეგმვა, დანერგვა, წარმოება და მონიტორინგი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი პროფილური განათლება ან ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მივესალმებით საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ფინანსური სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება/დაარქივება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი/შედარების აქტების გაფორმება;
** კლიენტებთან წინასწარ განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ხელშეკრულებების გაფორმება;
** კლიენტის კონსიგნაციების და ლიმიტების კონტროლი;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება;
** საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება-გამოწერა;
** სალაროს და საბანკო ოპერაციების შესრულება.
საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:
** დისციპლინირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ენერგიული, მიზანდასახული, დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული;
** დათქმულ ვადებში დავალების აღსრულების უნარი;
** პოზიტიური;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელმისამართზე: a.shainidze@mailcorp.info. გთხოვთ თემაში მიუთითოთ: ვაკანსია: ბუღალტერი
შ.პ.ს. "GPWay" გისურვებთ წარმატებას!