ტოიოტას გუნდში სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერს ვეძებთ.
ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=741
გვჭირდება სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი, შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS office-ის ცოდნა.
რას აკეთებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი?
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია სადაზღვევო ხელშეკრულებების ფარგლებში;
** ავტომობილის გარეგანი დათვალიერება, პირველადი შეფასების უზრუნველყოფა;
** სამღებრო-სათუნუქე გუნდთან კოორდინაცია - შესაბამისი კომპეტენციების მქონე თანამშრომლების პროცესებში ჩართვის უზრუნველყოფა;
** დაზიანებული ავტომობილების საჭიროებების განსაზღვრა და განფასების შედგენა;
** იდენტიფიცირებული საჭიროებების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
** შეკეთების ვადების განსაზღვრა და განსაზღვრული ვადების კონტროლი;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ავტომობილის შეკეთების ყველა ეტაპზე ავტომობილის ჩაბარებამდე;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
დამატებითი მოთხოვნა: გქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა
ჩვენ დაგახვედრებთ:
პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.
ისარგებლებ სამედიცინო დაზღვევითა და თეგეტას თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კორპორაციული შეთავაზებებით.
იმედია მალე შევხვდებით,
საუკეთესო სურვილებით, თეგეტა
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=741