ავტო-სათადარიგო ნაწილების საერთაშორისო იმპორტიორი კომპანია შპს "GPWay" (https://www.wayteko.com) აცხადებს ვაკანსიას თბილისში საცალო და საბითუმო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ეძებს საცალო და საბითუმო გაყიდვების ენერგიულ მენეჯერებს, ჩინური სატვირთო მანქანების (Howo, Shaanxi, Shacman) სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯო მასალების აქტიური გაყიდვების განვითარებისთვის.
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი - სრული. შაბათი-ნაწილობრივი
სამუშაო პირობები:
** ხელფასი 1000 ლარი + % გაყიდვებიდან
** კეთილმოწყობილი ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** სამივლინებო ხარჯების, საჭირო რაოდენობის საწვავის და ამორტიზაციის ანაზღაურებას.
** რეგისტრაცია საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით
** ხელფასის გადახდა დაყოვნების გარეშე
ძირითადი მოვალეობები:
** არსებული კლიენტთა ბაზის შენარჩუნება და განვითარება
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** გაყიდვების სრული ციკლის განხორციელება/მართვა (ზარის განხორციელებიდან ტრანზაქციის დასრულებამდე)
** კლიენტის კონსულტაცია და მხარდაჭერა გარიგების ყველა ეტაპზე
** მომხმარებლებთან მუშაობა - ავტო ნაწილებისა და სახარჯო მასალების სწრაფი და სწორი შერჩევა, კლიენტების ტელეფონით კონსულტაცია, შეკვეთების მიღება, შეკვეთების შესრულების მონიტორინგი
** კლიენტის კონსულტაცია პროდუქტის ასორტიმენტისა და ტექნიკური პარამეტრების შესახებ
** გაყიდვების გეგმის შესრულება
** საქონლის მიღება სასაწყობო მაღაზიაში კომპანიის მიერ აღიარებული სააღრიცხვო დოკუმენტის საფუძველზე
** მიღებული საქონლის დათვლა, ხარვეზების შემოწმება, რაოდენობის შემოწმება ქვითრის დოკუმენტით და შენახვა შესაბამისი პროცედურების, უსაფრთხოების სტანდარტებისა და ექსპლუატაციის წესების დაცვით
** ბაზრის პერიოდული კვლევა
** პროგრესის და შედეგების პერიოდული განხილვა და ანგარიშგება
** უშუალო ხელმძღვანელის და კომპეტენციის ფარგლებში სხვა უფლებამოსილი პირების მითითებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი
** ასაკი 25-45 წელი
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ფინანსური ან ტექნიკური განათლება
** მისასალმებელია გამოცდილება სატვირთო მანქანების ან სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილების გაყიდვაში;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სავალდებულო ცოდნა
** მისასალმებელია 1C-ის ცოდნა
** სალაპარაკო რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად
** B2B და ცივი გაყიდვების ცოდნა
** გამოცდილება ავტონაწილების გაყიდვაში ჩაითვლება უპირატესობად
საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:
** მონდომება, თანმიმდევრულობა, ორგანიზებულობა
** მოლაპარაკების, პრეზენტაციების, საქმიანი მიმოწერის კომპეტენტურად წარმართვის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით,
ელმისამართზე: a.shainidze@mailcorp.info გთხოვთ თემაში მიუთითოთ: ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი
შ.პ.ს. "GPWay" გისურვებთ წარმატებას!