"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.
კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - სრული, ორ კვირაში ერთხელ, შაბათი - ნახევარი დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კლიენტებთან (პარტნიორ აფთიაქებთან) თანამშრომლური ურთიერთობა;
** აფთიაქის მენეჯერებისა და ფარმაცევტებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა და შეთავაზება;
** გაყიდვების მოცულობის გაზრდის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** შეკვეთის მიღება და დადგენილი პროცედურის შესაბამისად ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
** მომხმარებელთა დავალიანებების მონიტორინგი და ვალის ამოღების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
უნარები/პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიკური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
** CV/რეზიუმეების გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორი".