კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპროდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში.
შპს "ლიდერი-ფუდი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი
ანაზღაურება: 800 ლარი +ბონუსი
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები მოიცავს მერჩენდაიზერის საქმიანობას.
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** დახლმაცივარში პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** პროდუქციის განლაგების პრიორიტეტების გათვალისწინება;
** პროდუქციისთვის გამოყოფილი ადგილების კონტროლი;
** მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების ამაღლება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციასთან დაკავშირებული სიახლეებისა და მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ 2023 წლის 14 აპრილამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@liderfood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 585 889339 ან 505 555207
შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.