www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: mymobile.ge
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პროგრამა Fina-ში შესყიდვების და გაყიდვების გატარება, მცირე მასშტაბის სალაროს კონტროლი (თანხის ფიზიკური კონტროლის გარდა);
** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად შესრულება და ხარისხის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისათვის, აუდიტორისათვის და მთავარი ბუღალტრისათვის მოთხოვნილი რეპორტების მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამა Fina-ს ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა);
** ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში მინიმუმ 1 წელი;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის (Excel)-ის ფლობა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მსგავსი პროფილის ბიზნესში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილად, ხოლო უცხო ენების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა სამუშაოს მიმართ;
** კომფორტულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

ინფორმაცია სამუშაოს შესახებ:

სამუშაო გრაფიკი: ნახევარ განაკვეთზე, დაახლოებით, 3-4 საათი დღეში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ადამ მიცკევიჩის ქუჩა.

ანაზღაურება:

პირველი გამოსაცდელი თვე - 500 ლარი ხელზე. მეორე თვიდან - 700 ლარი ხელზე.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე hr@mymobile.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |