www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

სამუშაო ადგილი: სამეგრელო-ზემო სვანეთი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საგზაო ინჟინერიისა და პროექტირების მიმართულებით;
** სამშენებლო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება (არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით);
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** CAD (AutoCAD, ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** პროექტის მოთხოვნების, სამუშაო მოცულობების და მიზნების განსაზღვრა;
** დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით დიზაინის შემუშავება და დიზაინის შემსრულებელ კომპანიებთან თანამშრომლობა;
** საჭიროების შემთხვევაში მცირე მოცულობის ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნა (ქართულიდან ინგლისურ ენაზე ან პირიქით);
** დეტალური დიზაინის და სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და წარდგენა;
** მშენებლობის ნებართვის მოპოვება;
** სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსის განსაზღვრა/მობილიზება;
** ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
** პროექტისთვის საჭირო სამუშაო მასალების შესყიდვებთან დაკავშირებული მოთხოვნის ინიციირება დამკვეთთან შეთანხმებით;
** სამუშაოების მოკლევადიანი დეტალური გეგმების მომზადება და გეგმების შესრულების წარდგენა დამკვეთთან;
** პროექტის მიმდინარეობის პროცესში იდენტიფიცირებული ცვლილებების მომზადება (ტექნიკური და ფინანსური ნაწილი) და დამკვეთთან წარდგენა შესათანხმებლად;
** პროექტზე მომუშავე ადამიანური რესურსის მართვა და ყოველდღიური სამუშაო გეგმების მენეჯმენტი;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი ოქმების მომზადება;
** უსაფრთხოების მენეჯერთან კოორდინაცია ობიექტზე უსაფრთხოების წესების აღსრულების მონიტორინგის მიზნით;
** პროექტების შესრულების ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** პროექტის დასრულების ეტაპზე საშემსრულებლო ნახაზების და დეფექტური სამუშაოების უწყისის მომზადების კოორდინირება;
** საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** მოლაპარაკების პროცესის სრული მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით ელმისამართზე: vacancy@primeconcrete.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |