სს ქართული სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ფულადი გადარიცხვების ინიცირება, გადახდის ვადების და მოთხოვნების შესაბამისად;
** კომპანიის დებიტორების რეგულარული კონტროლი;
** კრედიტორების რეესტრის ფორმირება, გადახდების კონტროლი, გადახდის მოთხოვნების კონტროლი და შესაბამისობის შემოწმება
** მჭიდრო კომუნიკაცია ლოგისტიკის დეპარტამენტთან და მარაგების ნაშთების კონტროლი
** კაპიტალური დანახარჯების კონტროლი, ბიუჯეტთან შესაბამისობის მონიტორინგი
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება; თვის დახურვის შემდეგ შესაბამისი ყოველთვიური და ყოველკვირეული რეპორტების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (MS Office, Excel, Word, PPT);
პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2023 წლის 15 აპრილი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.