www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

კომპანია "ასპ-გრუპი" გიწვევთ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე ჰიდრავლიკის სახლში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი

ჰიდრავლიკის სახლში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს სპეც.ტექნიკისა და საწარმოო ჰიდრავლიკის სისტემის კომპონენტები, ტუმბოები, ძრავები, მაღალი წნევის მილები, ჰიდრავლიკური ცილინდრის მილები, ღეროები, ჩობალები, მანჟეტები, ზეთები, ფილტრები და სხვ.

ჰიდრავლიკის სახლის ვებ-გვერდი: https://myhh.ge/
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

სამუშაო სფეციფიკიდან გამომდინარე სასურველია კანდიდატი იყოს მამრობითი სქესის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის რეალიზაცია;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლის ეფექტური მომსახურება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ობიექტზე მოწოდებული პროდუქციის მიღება დათვლა/აღრიცხვა, დასაწყობება და განლაგება;
** ობიექტზე პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** ელექტრონულ კატალოგებსა და სისტემებში პროდუქციის დეტალზე და სხვა საჭირო მახასიათებელზე ინფორმაციის მოძიება;
** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტების წარდგენა პროდუქციის ხარისხის, ფასის მიმართ მომხმარებლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობას შეგასწავლით ადგილზე.

ანაზღაურება:

** სტაჟირების პერიოდში: 500-1000 ლარამდე (გაიზრდება ეტაპობრივად)
** სტაჟირების პროგრამის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული ხელფასი+პრემია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2023 წლის 20 აპრილამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების კონსულტანტი - სტაჟიორი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |