"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მეექვსე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2023 ევროპასა და საქართველოში, ხოლო გლობალურად უკვე მესამედ გახდა საუკეთესო დამსაქმებელი. ეს ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ბუღალტერ-ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მომწოდებლებისგან საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები და სხვ.) მიღება, შემოწმება და სისტემაში დროული გატარება;
** მარაგების მიღებისას დოკუმენტების გაფორმების სისწორის გადამოწმება;
** საწყობში მიღებული მარაგების შედარება რაოდენობრივად და ასორტიმენტის მიხედვით პირველად საბუღალტრო დოკუმენტაციასთან;
** მიღებული საბუღალტრო დოკუმენტაციის ორგანიზება და ფაილინგი;
** პროგრამული მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
** ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** კომპანიის მიერ შემუშავებული პოლიტიკების შესაბამისობის უზრუნველყოფა და დანერგილი კონტროლების ეფექტური შესრულება.
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბუღალტერიის, ფინანსების ან აუდიტის მიმართულებით;
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით Excel; სასურველია 1С;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ქართული ენის ცოდნა თავისუფლად; რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ძალიან კარგად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ძლიერი მოტივაცია, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
** ენერგიულობა, ინიციატივის წარმოჩენა.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 15 აპრილამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.