www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო კვლევების ოპერატორი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო კვლევების ოპერატორის პოზიციაზე.

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 14 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის 13 ქალაქში 17 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთა გამოკითხვის მიზნით;
** მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ლოიალურობის, ასევე მისოს პროდუქტებზე სხვა კვლევების წარმოება;
** ინფორმაციის სწორად დაფიქსირება და მონაცემთა დამუშავება ;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის შესაბამისად;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა და რთულ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება.

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel, MS PowerPoint);
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** გამართული წერისა და მეტყველების, კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** მჭიდრო გრაფიკის პირობებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაწონასწორებული, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

სამუშაოს ტიპი: პროექტული.
სამუშო გრაფიკი: მოქნილი.
ანაზღაურება: შესრულებული სამუშაოს/ პროექტის მოცულობის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** Fitpass მომსახურების კორპორაციული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აპრილი - 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - "მისო"), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშაოს ჩემს მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშაოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე მისოსგან შემდეგ ელფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge.

ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |