www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - ელექტრიკი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირება/სწავლებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ვისთვის არის სტაჟირება განკუთვნილი?

აღნიშნული სტაჟირება განკუთვნილია მათთვის ვინც დაინტერესებულია მიიღოს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება ამწე ელექტრო მოწყობილობების გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის შესახებ.

სტაჟირებაზე განიხილებიან: როგორც უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ასევე ენერგეტიკის განხრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

სტაჟირებისას შეისწავლით და მონაწილეობას მიიღებთ:

** ამწე ელექტრომოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში;
** ელექტროსისტემების გამართულობის მიმართულებით;
** ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციისათვის სათანადო პირობების შექმნაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მექანიკურ-ელექტრულ მონტაჟზე მუშაობის გამოცდილება;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სიმაღლეზე მუშაობის უნარი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომთ გეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდეთ კომპანია "ადლში", რომელიც გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს და მეგობრულ გუნდს

სამუშაო განაკვეთი: 9:00-18:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, რ. აგლაძის ქ. #34

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (სტაჟირება -ელექტრიკოსი).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 01 აპრილი, 2023 წ

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |