www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: კ-მოტორსი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

შპს "კ-მოტორსი" გახლავთ კომპანია, რომელიც 2011 წლიდან წარმატებით უზრუნველყოფს როგორც კორპორატიული მომხმარებლების ავტოტექმომსახურებას, ასევე საცალო სეგმენტის მომსახურების გაწევას.

კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთა გადამისამართება მათივე მოთხოვნების შესაბამისად;
** გაყიდული პროდუქციის გატარება პროგრამაში;
** ფულადი ნაშთების შემოწმება და კონტროლი;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ზედნადებისა და ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა.
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამულ მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი და ანაზღაურება:

** ქ. თბილისი, ისაკიანის ქ. 55 (თემქა-მუხიანი)
** სტაჟირების პერიოდი 1 თვე (800 ლარი)
** დასაქმების შემთხვევაში ხელფასი განისაზღვრება 1000 ლარით (+ბონუსი);
** სამუშაო დრო: 09:00-18:00, ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით.

თუ გსურთ შემოუერთდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდს, ჩვენ ვეძებთ პოტენციალის მქონე ენერგიულ ადამიანებს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას მის განვითარებაში და რეგიონულ ასპარეზზე პოზიციონირებაში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge

გთხოვთ გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |