განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა (DEP) https://www.facebook.com/DEPinfo არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის ადვოკატირება, ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობა და მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-პოლიტიკურ ჩართულობასთან მიმართებით ცნობიერების ამაღლება.
განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა (DEP) აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე პროექტისთვის: "ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდების მხარდაჭერა", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მრავალეთნიკური თანაცხოვრების გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში DEP-ი ახორციელებს საზაფხულო ბანაკს ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეებისთვის.
ტრენერი ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შექმნის 5-დღიან (თითო სატრენინგო დღე გაგრძელდება 4 საათის განმავლობაში, შესვენების ჩათვლით) სატრენინგო პროგრამის დღის წესრიგს, მოდულებს და ჩაატარებს ტრენინგს.
საზაფხულო ბანაკის ტრენინგი უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:
** დღე 1: სოციალური პასუხისმგებლობა, აქტივიზმი და ჩართულობა/ინკლუზია (სოციალური თანასწორობა (მათ შორის გენდერული), გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებები...);
** დღე 2: კონფლიქტის მენეჯმენტი, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები;
** დღე 3: სტერეოტიპების დაძლევა;
** დღე 4: პოლიტიკა, დემოკრატია და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
** დღე 5: კულტურული მრავალფეროვნება.
ტრენერის ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის გუნდთან თანამშრომლობა ტრენინგის მოდულებზე მუშაობის პროცესში.
** მოცემული თემების გათვალისწინებით, სატრენინგო მასალის მომზადება
** ტრენინგის ჩატარება 5-დღის განმავლობაში, 18 მოსწავლისთვის.
ტრენერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სოციალური, განათლების, მეცნიერების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მსგავსი თემატიკის ტრენინგის მოდულის შემუშავების და ჩატარების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ცოდნის გადაცემისა და აუდიტორიის მართვის უნარი;
** ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მზაობა, რომ ჩაერთოს თავისუფალი დროის აქტივობების მომზადებასა და მიმდინარეობაში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაოს აღწერილობა:
** ტრენინგები ჩატარდება პირისპირ, ქალაქგარეთ, 5 დღის და დღეში 4 საათის განმავლობაში;
** ტრენინგები ჩატარდება 2023 წლის ივნისის თვეში
კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის საჭირო კრიტერიუმებს და აქვთ სურვილი რომ იმუშაონ DEP-თან ერთად, უნდა გამოაგზავნონ CV და სასურველი ანაზღაურება მეილებზე: ketevan@dep.ge; info@dep.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ტრენერი საზაფხულო ბანაკისთვის.
ორგანიზაცია გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი.
გასაუბრებები გაიმართება აპლიკაციების მიღების პარალელურ რეჟიმში და ვაკანსია ღია იქნება მანამ, სანამ სასურველი კანდიდატი არ შეირჩევა.