სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, სახურავებისა და ფუნდამენტების ჰიდროიზოლაცია, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.
სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირება/სწავლებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით - უმცროსი ინჟინრის მიმართულებით.
ვისთვის არის სტაჟირება განკუთვნილი?
აღნიშნული სტაჟირება განკუთვნილია მათთვის ვინც დაინტერესებულია ამწე მოწყობილობების და პერიმეტრის დამცავი ბადეებისა და ხარაჩოების და მათთან დაკავშირებული საქმის ორგანიზებითა და შესრულების მონიტორინგით. აქვს შესაბამისი თეორიული ცოდნა და სურს მისი პრაქტიკაში სრულყოფა.
სტაჟირებაზე განიხილებიან:
** როგორც კურსდამთავრებულები ასევე საინჟინრო მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** მნიშვნელოვანია Autocad ცოდნა.
სტაჟირებისას შეისწავლით და მონაწილეობას მიიღებთ:
** კოშკურა ამწეების, დამცავი ბადეების, სამშენებლო ხარაჩოების მონტაჟ/დემონტაჟთან და მათ გეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმის ორგანიზებასა და შესრულების მონიტორინგში;
** ადამიანური რესურსების სწორედ გადანაწილებაში;
** დაქვემდებარებული პერსონალის უშუალო ზედამხედველობაში, შრომისა და დისციპლინის კოორდინირება, საქმიანობის წარმართვა ხარისხიანად და გეგმა-გრაფიკის შესაბამისად წარმართვაში;
** შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღრიცხვა (ფორმა #2) წარმოებაში;
** სამუშაო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების შესწავლასა და დაცვაში.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომთ გეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდეთ კომპანია "ადლში", რომელიც გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს და მეგობრულ გუნდს
** სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის #1ა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2023 წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.adli.ge
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.