"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://amboli.ge/ https://www.facebook.com/amboli.ge
"ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩევლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია და სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი;
** სამუშაო პროგრესის შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** სერვისის მიმართულების რეალიზაციის ზრდის სტიმულირება;
** მომხმარებლისთვის კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
ძირითადი მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და გადანაწილების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2023 წლის 29 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სერვისის მრჩეველი.
კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."