მაღაზია "უნივესამში" გვესაჭიროება მოლარე-კონსულტანტები ღამის და დღის ცვლაში.
მისამართი: თბილისი, ათონელის 29/1
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში).
ანაზღაურება: ღამის ცვლა 50 ლარი, დღის ცვლა 45 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა.
აუცილებელი მოთხოვნა:
** ასაკი: 18 წლიდან 50 წლამდე
** გამოცდილება: 1 წელი
** უცხო ენა: ინგლისური ან რუსული სასურველია
** გამართული მეტყველების უნარი, კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე პირადობის მოწმობის ფოტოსთან ან ასლთან ერთად ელ.ფოსტაზე: rusudan123456@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ტელ: 557767711 და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!