სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
მოვალეობები:
** კომპიუტერული მოწყობილობების გამართვა და მათი შემდგომი მონიტორინგი;
** IT ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის უზრუნველყოფა და ტექნიკური შეფერხებების პრევენციული ღონისძიებების წარმოება;
** ახალი ტექნიკის დაინსტალირება და მხარდაჭერა (კომპიუტერების, პრინტერების, სკანერების და ა.შ.);
** წარმოქმნილი პრობლემების სწრაფი და ეფექტური მოგვარება;
** კომპანიის ოფისებში გასვლა და პრობლემის ადგილზე მოგვარება (საჭიროების შემთხვევაში);
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** IT სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ITIL სტანდარტების მიხედვით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Manage Engine Service Desk Plus პლატფორმაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ოპერაციული სისტემა Windows-ის ინსტალაცია და ტექნიკური პრობლემების მოგვარება (ე.წ. Troubleshooting);
** Microsoft-ის და სხვა პოპულარული საოფისე პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მომხმარებლის მხარდაჭერის უნარი;
** Active Directory-ში მუშაობის გამოცდილება (მომხმარებლის შექმნა, პაროლის შეცვლა, კომპიუტერის ჩასმა დომეინში და ა.შ.);
** პერიფერიული მოწყობილობების მიერთება, კონფიგურაცია და დიაგნოსტიკა (მათ შორის ქსელური);
** ქსელის საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, DNS, DHCP);
** ძირითად ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; (Switch/Router)
** გამოცდილება ფიზიკური ქსელის გაყვანაში (ქსელების გაყვანის ორგანიზება, დაზიანებულის გამოცვლა, განახლება);
** IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება (მონტაჟი/დიაგნოსტიკა);
** სამეთვალყურეო კამერებთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება;
** მეილ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (დაარქივება, ანგარიშის დამატება/წაშლა და ა.შ.).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (IT მხარდაჭერის სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2023 წლის 14 აპრილი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/