"coinmania.ge" არის ელექტრონული საფულე კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და გადარიცხვისთვის. ჩვენი კომპანია ოპერირებს 2007 წლიდან და დღეის მდგომარეობით გვყავს 100 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი.
ჩვენს გუნდში გვაქვს ვაკანსია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ ადამიანს, რომელიც გაუძღვება მარკეტინგულ პროცესებს, იზრუნებს ბრენდის განვითარებაზე და ჩვენთან ერთად გაზრდის კრიპტოს სფეროს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.
იდეალურ კანდიდატს სასურველია ჰქონდეს, როგორც კრიპტო ბაზართან დაკავშირებული ცოდნები, ასევე გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
** სიახლეებს დაეძებ;
** გაქვს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** იცი ინგლისური წყალივით;
თავი უნდა გაართვა, შემდეგ საკითხებს:
** შეიმუშაო ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიები
** დაგეგმო და დააორგანიზო ბრენდის ცნობადობის კამპანიები
** შექმნა და განავითარო ციფრული მარკეტინგული ტაქტიკები, როგორიც არის ქონთენთ მარკეტინგი, SEO, სოციალური მედია მარკეტინგი და სხვა.
** ეფექტურად გადაანაწილო დავალებები გუნდში
** იმუშაო სხვადასხვა დეპარტამენტებს ახალი პროდუქტების, კამპანიებისა და ინიციატივების გასაშვებად.
** თვალ-ყური ადევნო სფეროში მიმდინარე თემებსა და ახალ ტრენდებს.
** აანალიზო და აკონტროლო მარკეტინგული საზომი ერთეულები.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
დამატებითი სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ფსიქოლოგთან კონსულტაციების დაფინანსება
** ფიტპასი
** კვება
თუ დაინტერესდი და გსურს ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და შესრულებული პროექტები მეილზე: veriko@coinmania.ge. Subject-ში მიუთითე "მარკეტინგის მენეჯერი".
"კოინმანიას" გუნდი გისურვებთ წარმატებებს!