www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბეტონმზიდის ოპერატორი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ბეტონმზიდის ოპერატორის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ფოთი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

მოვალეობები:

** ბეტონმზიდით უსაფრთხო ოპერირება და სიჩქარის შეზღუდვის წესის დაცვა;
** ტექნიკის მექანიკური გამართულობის შემოწმება ტექნიკის დაძვრამდე - საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილების მექანიზმი, (ხუნდები, საბურავები და სხვა.);
** სათადარიგო ნაწილების შეპოხვა საჭიროების შემთხვევაში;
** საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება (უკუსიგნალის მონტაჟი, ციმციმების დაყენება, მაშუქების შემოწმება-გამოცვლა და სხვ).
** ავტომობილის უსაფრთხოების შემოწმების ყოველკვირეული ფორმის წარმოება;
** ტექნიკური ინსპექტირების ვადების კონტროლი;
** რეგლამენტური სერვისის კონტროლი და სერვისზე დროული დაფიქსირება;
** ზეთის შეცვლის ქვითრის შენახვა;
** ტექნიკის სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** არსებობის შემთხვევაში ტექნიკის დამატებითი ელექტრო აქსესუარების შენახვა, მოვლა;
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სპეცდანიშნულების ტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო მენეჯერის და სხვა უფლებამოსილი პირების დავალებების შესრულება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
** ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით ელმისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |