www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადრეული განვითარების სპეციალისტი, მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

"ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის" იმერეთის რეგიონში უკვე 10 წელია, რაც ემსახურება განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვადასხვა ასაკის ბავშვსა და ოჯახებს, ზრუნავს სახელმწიფო პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავებაზე ბავშვთა განვითარების, განათლების და სოციალური ზრუნვის საკითხებში.

შერჩევის ეტაპები და პროცესები:

კადრის შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება და პროფესიული გადამზადება "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" ორგანიზაციის მიერ ონლაინ ტრენინგით.

აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება არის დარიცხული 1000 ლ. ხელფასი ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის შესაბამისად. "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" პროფესიული გადამზადების (თეორიული/პრაქტიკული კურსი) ღირებულებაა 1275 ლარი. შერჩეული კანდიდატი თავად იხდის კურსის საფასურს და გადამზადების შემთხვევაში ორგანიზაცია უზრუნველყოფს კანდიდატის დასაქმებას.

პროგრამა: ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა
პოზიცია: ადრეული განვითარების სპეციალისტი
საჭირო კადრის რაოდენობა: 6
სამუშაო ადგილი: ქუთაისი ან სამტრედია ან ბაღდათი ან წყალტუბო
სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში/პედაგოგიკასა თუ დაწყებით განათლებაში ან მონათესავე სფეროში

ზოგადი მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბავშვებთან
** პროფესიული განვითარების სურვილი
** შრომისმოყვარეობა
** ბავშვების სიყვარული

ძირითადი მოვალეობები:

** განვითარების სპეციალისტი აფასებს ბავშვის განვითარებას, აცნობს მშობელს შეფასების დასკვნას და ოჯახის ჩართულობით მუშაობს მშობლისთვის პრიორიტეტულ ბავშვის განვითარების საკითხებზე სახლში, ბაღში, ცენტრში. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აცნობს ბავშვთან მუშაობის ტექნიკებს/მეთოდებს.
** განვითარების სპეციალისტი უზრუნველყოფს ბავშვის ასაკის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვას, კონსულტაციას უწევს ბაღისა თუ სკოლის წარმომადგენლებს.

სუბორდინაცია და ანგარიშგება:

სუპერვიზორთან, პროგრამის კოორდინატორთან და ადმინისტრატორთან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით); სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო დეტალები მისამართზე: vacancybridgefsi@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/BRIDGEsocialinclusion?ref=bookmarks

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 568 04 55 11

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: "ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის" იმერეთის რეგიონში უკვე 10 წელია, რაც ემსახურება განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვადასხვა ასაკის ბავშვსა და ოჯახებს, ზრუნავს სახელმწიფო პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავებაზე ბავშვთა განვითარების, განათლების და სოციალური ზრუნვის საკითხებში.

შერჩევის ეტაპები და პროცესები:

კადრის შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება და პროფესიული გადამზადება, როგორც ადგილზე (ქუთაისში) ასევე თბილისში (კვირაში 1-ელ ადგილზე ჩასვლით).

აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება არის დარიცხული 1500 ლ. ხელფასი ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის შესაბამისად. პროფესიული გადამზადების (თეორიული/პრაქტიკული კურსი) ღირებულებაა 1400 ლარი. შერჩეული კანდიდატი თავად იხდის კურსის საფასურს და გადამზადების შემთხვევაში ორგანიზაცია უზრუნველყოფს კანდიდატის დასაქმებას.

პროგრამა: ბავშვთა თერაპიისა და აუტიზმის ინტერვენციის პროგრამა
პოზიცია: ენისა და მეტყველების თერაპევტი
საჭირო კადრის რაოდენობა: 4
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (3 კანდიდატი) ან სამტრედია (2 კანდიდატი)
სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი პედაგოგიკასა თუ დაწყებით განათლებაში ან მონათესავე სფეროში ან მაგისტრატურის ხარისხი ენისა და მეტყველების თერაპიაში

ზოგადი მოთხოვნები:

** სასურველია ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** პროფესიული განვითარების სურვილი
** გამართული მეტყველება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** ენისა და მეტყველების თერაპევტი აფასებს ბავშვის ენის, მეტყველების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, პირის ღრუს, კვების/ღეჭვის, ენის პრაქსიზის შესაძლებლობებს და ახდენს დარღვევათა დიფერენციაციას.
** მუშაობს ბავშვთან განსავითარებელ უნარებზე ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის მიმართულებით ასევე კვებისა და პირის ღრუს ტაქტილურ სტიმულაციაზე საჭიროებისამებრ.
** ახორციელებს მშობელთან და მულტიდისციპლინური გუნდის წევრებთან კომუნიკაციას ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

სუბორდინაცია და ანგარიშგება:

სუპერვაიზორთან, პროგრამის კოორდინატორთან და ადმინისტრატორთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით); სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო დეტალები მისამართზე: vacancybridgefsi@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/BRIDGEsocialinclusion?ref=bookmarks

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 568 04 77 44



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |