სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას საწვავმზიდის ოპერატორის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ფოთი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B ან C კატეგორიის მართვის მოწმობა
** ექსკავატორზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** სახიფათო ტვირთის გადამზიდი მძღოლის სპეციალური ვადიანი ლიცენზია ADR
მოვალეობები:
** საწვავმზიდის უსაფრთხო და პროფესიონალური ოპერირება
** საწვავის აღრიცხვისა და მონიტორინგის სპეციალისტის დავალების შესრულება
** ტექნიკის შემოწმება/შეპოხვა
** საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება
** გაცემული საწვავის აღრიცხვა
** ტექნიკური ინსპექტირების ვადების კონტროლი
** რეგლამენტური სერვისის კონტროლი და სერვისზე დროული დაფიქსირება
** ტექნიკის სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი
** არსებობის შემთხვევაში ტექნიკის დამატებითი ელექტრო აქსესუარების შენახვა, მოვლა
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სპეცდანიშნულების ტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო მენეჯერის და სხვა უფლებამოსილი პირების მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით ელმისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.