www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ასოციაციის შემოსავლის წყარო არის გრანტები, სახელმწიფო პროგრამები, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულებები.

ასოციაცია "ანიკა" ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქ. თბილისში

ადრეული განვითარების ქვეპროგრამა ემსახურება 0-7 წლამდე მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შეფასებას, მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული, თვითმოვლის უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროგრამა გულისხმობს მშობლებისთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.

ასოციაცია "ანიკა" ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შემუშავება
** ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება
** შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით
** ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის ხელშეწყობა, ადაპტაციის ეტაპზე ბავშვის მხარდაჭერა, პედაგოგების კონსულტირება
** ბავშვის პირადი საქმის წარმოება
** ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში
** ბავშვის უფლებების ადვოკატირება

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სერტიფიკატი ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პრინციპებსა და განხორციელებაში - გაცემული ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციის მიერ
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, სპეციალური პედაგოგიკის, ოკუპაციური თერაპიის ან მეტყველების თერაპიის მიმართულებით.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა MS Word, Excel
** არასამთავრობო სექტორში მუშაობისთვის მზადყოფნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** პიროვნული ურთიერთობების დამყარების, გუნდური მუშაობის უნარი;
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა;
** მოტივირებული;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი.

განაცხადების წარდგენის პროცედურები:

განმცხადებლებმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე CV
** სამოტივაციო წერილი

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: anikavacancy@gmail.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |