www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის შეკვეთების ამგროვებელი
მომწოდებელი: აი დი ეს ბორჯომი თბილისი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

შპს "აიდიეს ბორჯომი თბილისი" არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: "ბორჯომი", "ლიკანი" და "ბაკურიანი".

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საწყობის შეკვეთების ამგროვებლის პოზიციაზე.

ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.#14;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი (17:00-დან 01:00-მდე, 23:00-დან 07:00-მდე);
ანაზღაურების ტიპი: ანაზღაურება 1100 ლარი, მეორე ცვლის შემთხვევაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** პროდუქციის დატვირთვა, გადმოტვირთვა
** პროდუქციის დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებზე
** პროდუქციის დასაწყობება დადგენილი წესის მიხედვით; ყოველი პროდუქტისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით
** დახარისხება წუნდებულ საქონლის და განლაგება სახეობების მიხედვით
** საწყობის ტერიტორიის წესრიგში მოყვანა, დასუფთავება.
** საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
** საშუალო განათლება
** სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** ანალიზისა და გამოთვლების წარმოების უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
** სამართლიან, გამჭვირვალე შეფასების სისტემას
** კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
** საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

როგორ დაგვიკავშირდეთ:

მეილით: tbs.work@ids-borjomi.com (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის შეკვეთების ამგროვებელი თბილისში".

ტელეფონით: 599 48 92 23/ 505 55 73 06

ან მობრძანდით მისამართზე: ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები: ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://www.ids-borjomi.ge/

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |