სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის 1 თვიდან.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სადისტრიბუციო ობიექტებზე ვიზიტი, სათამაშოების განთავსება პლანოგრამის და სტანდარტების მიხედვით;
** ფასების კონტროლი, შეკვეთების აღების და გაყიდვების სტიმულირება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის პოზიციაზე.
პიროვნული მახასიათებლები:
** სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@pepela.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მერჩენდაიზერი).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!