კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini -ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო დარგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებული საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა - ელექტროობა, დასუფთავება, სანტექნიკა და სხვა;
** ოფისის სხვადასხვა სახის სამეურნეო, საკანცელარიო და საოფისე ინვენტარით მომარაგების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** სარემონტო პროცესის ზედამხედველობა;
** კომპანიაში არსებული ტექნიკის, ელ. მომარაგების და ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ელექტრიკოსის მინიმალური მოთხოვნების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სამეურნეო დარგის სპეციალისტი.
გისურვებთ წარმატებას!