მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო/იპო და ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გორი
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კვალიფიკაციიდან გამომდინარე + ბონუსი და სამედიცინო დაზღვევა.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ბენეფიტები:
** ბონუსი;
** სამედიცინო დაზღვევა;
** დაბადების დღის დანამატი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ავტო, იპოთეკური და ბიზნეს სესხების გაცემის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office);
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტთან პირველადი გასაუბრების შედეგად მათი ზუსტი საჭიროებების გამოვლენა;
** კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე საკრედიტო პროდუქტის შეთავაზება, უპირატესობების ახსნა;
** კლიენტების ფინანსური მდგომარეობის, მომგებიანობის და საკრედიტო რისკების შეფასება;
** დოკუმენტაციის [მოპოვებული ინფორმაციის აღრიცხვა/დამუშავება/შენახვა] სწორად და სრულყოფილად წარმოება.
** სესხის რეგისტრაცია/გაცემა;
** პორტფელის მონიტორინგი და პრობლემური სესხის მართვა;
** რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა;
პიროვნული უნარები:
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2023 წლის 30 მაისის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საკრედიტო ექსპერტი". შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/.