განათებების კომპანია "Brand R" მომხმარებელს სთავაზობს, როგორც იმპორტირებულ, ასევე, ადგილობრივ, საქართველოში, დამზადებულ განათებებს. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია სამი ფილიალით, შემდეგ მისამართებზე:
ს.ცინცაძის 26
ა.წერეთლის 116
კოსმონავტების სანაპირო 23, მაღაზია 49
"Brand R" მარკეტინგის გუნდში ეძებს მარკეტინგის მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული გეგმის შედგენა გუნდთან ერთად
** მარკეტინგული გეგმის ორგანიზების მართვა და ანალიზი
** მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა, ანალიზი
** სფეროს შესაბამისი ბაზრისა და სეგმენტის კვლევა, შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა და მართვა
** პერიოდულად რეპორტების მომზადება ხელმძღვანელისთვის
სხვა ფუნქციები:
** საჭიროებისამებრ, სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა
** პროექტებიდან გამომდინარე მოლაპარაკებების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სოციალური მედიის და სხვა სარეკლამო არხების სამუშაო სპეციფიკის ცოდნა
** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** სასურველია, მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა MS Office
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** განვითარებაზე ორიენტირებული
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
პირობები:
** სამუშაო საათები - 10:00- 18:30 (1 საათიანი შესვენება)
** სამუშაო ადგილი: სტანისლავსკის 1
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
** ანაზღაურება: ფიქსირებული (+ პრემიები გამოსაცდელი პერიოდის ვადის გასვლის შემდეგ)
ბენეფიტები:
** უფასო კვება
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა (3 თვის შემდეგ)
** Fitpass
** სასურველი ტრენინგ-კურსების დაფინანსების შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე - HR@brandr.ge, სათაურის ველში კი აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მარკეტინგის მენეჯერი.